აქტუალური
პრესა ჩვენს შესახებ
მეფუტკრეობა
სათესლე მასალა
ირიგაცია
2013 წლის ანგარიში
ნერგები
კატალოგი
ვილ-ფლოქსი

 

ვილ-ფლოქსი (VIL-FLOKS)

enrofloxacin

VILSAN, თურქეთი

ხსნარი ორალური გამოყენებისათვის.

შემადგენლობა                           

ენროფლოქსაცინი . . . . . . . . . . . 100 მგ

ხსნარი დაფასოებულია ბოთლებში 100 მლ, 500 მლ და 1000 მლ ოდენობით.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ენროფლოქსაცინი ხასიათდება ბაქტერიული მოქმედების ფართო სპექტრით, აქტიურია გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების, მათ შორის ეშერიხიების, სალმონელების, პასტერელას, სტაფილოკოკების, კლებსიელის, პსევდომონადების, კამპილობაქტერიების, კორინებაქტერიების და კლოსტრიდიების მიმართ. ენროფლოქსაცინი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.

ჩვენებები

შინაურ ფრინველები

გამოიყენება მიკოპლაზმური ინფექციების _ ინფექციური სინოვიტი და პოლიცეროზიტი, ინდაურის მგუდავი ანთება და სხვა მიკოპლაზმური ინფექციები. ბაქტერიული ინფექციები: კოლი და კოლისეპტიცემია- კოლიბაცილოზი, ტიფი, პარატიფი და პულეროზი, ჰემორაგიუკლი სეპტიცემია-პასტერელოზი, ქოლერა, გადამდები სინუსიტი, ავიანური ფსევდოტუბერკულოზი, ფსევდომონიაზი, ვიბრიოზი, ტულარემია, ლისტერიოზი, ქალმიდიის ინფექციები, ჰისტომონიაზი, ჰეკსამიტიოზი, სტრეპტოკოკური და სტაფილოკოკური ინფექციები, ლარინგოტრახეიტი, სპიროხეტოზი, ინფექციური ჰეპატიტი, წიწილების ადრეულ ასაკში დახოცვა, ვირუსული ინფექციების მეორადი გართულებები გამოწვეული სტრესული მდგომარეობით.

სხვა ცხოველებში

მიკოპლაზმური ინფექციები _ ახლადდაბადებული ცხოველების გადამდები და ენზოოტიური პნევმონია, პნევმონია, პოლიართრიტი, მასტიტი, აგალაქტია, გადამდები კერატოკონიუქტივიტი და ვულვოვაგინიტი. ბაქტერიული ინფექციები _ ახლად დაბადებულთა სეპტიცემია-კოლისეპტიცემია-დიზენტერია, კოლიბაცილიოზი, სალმონელოზი, კლოსტრიდიოზი და ღვიძლის ინფექციური ნეკროზი, ენტერიტი, მასტიტი, აგალაქტია, მეტრიტი, ჰემორაგიული სეპტიცემია-პასტერელოზი-ციება, ენზოოტიური პნევმონია, ბრონქოპნევმონიით გამოწვეული საჭმლის მომნელებელი, სასუნთქი და უროგენიტალური გზების ინფექციები, აგრეთვე გარე ყურის, კანის და რბილი ქსოვილების ინფექციური დაავადებები.

დოზირება:

მხოლოდ ორალური გამოყენებისთვის.

მსხვილფეხა პირუტყვი, ცხენი, ცხვარი, თხა _ 0,5 მლ 10 კგ მასაზე.

კატა, ძაღლი _ 0,1-1 მლ 2-20 კგ მასაზე.

შინაური ფრინველი _ დღეში 1 მლ 10 კგ მასაზე (რეკომენდებული დოზის საფუძველზე 10 მგ ენროფლოქსაცინი ყოველ 1 კგ მასაზე).

1 ლ პრეპარატი ერევა 1000 ლ სასმელ წყალში.

უკუჩვენებები:

არ აღინიშნება 

გამოშვების ფორმა:

ხსნარი დაფასოებულია ბოთლებში 100 მლ, 500 მლ და 1000 მლ ოდენობით.

შენახვის პირობები და ვადა:

ინახება ბნელ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე (15-25ºC).

ვარგისობის ვადა - 3 წელი.

 

 საქმე სულით ამაღლებამდე

  ნიკოლოზ ზაზაშვილი

საქართველო უძველესი სამიწათმოქმედო კულტურისა და ტრადიციების ქვეყანაა. ჩვენი სახელმწიფოს ეკონომიკური განვითარების მთავარი ხერხემალი ოდითგანვე აგრარული მეურნეობა იყო, მეურნე კაცი კი - ჩვენი ეროვნული სიძლიერის სიმბოლო... 

 >> დაწვრილებით

  აქტუალური

მღრღნელები აგროსექტორის წინააღმდეგ

 

   ყიდვა, გაყიდვა, გაქირავება


 

Copyright © 2014 AGRO.ge | All Rights Reserved. Created By: Pro-Service